დიდუბის ავტოსადგურთან ახალგაზრდა ქალს მანქანა დაეჯახა
დიდუბის ავტოსადგურთან ახალგაზრდა ქალს მანქანა დაეჯახა

დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა ქალს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

თვითმხილველების განცხადებით, ქვეითი გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მას ავტომობილი შეეჯახა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მისივე ცნობით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.

როგორც პირველ არხს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული თავის ტრავმით ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი.

ქვეითზე შეჯახების ფაქტი პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.