საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დიდუბეში, ყიფიანის 21 ნომერში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ცეცხლი ავტონაწილების საწყობში გაჩნდა.
ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
რამ გამოიწვია ხანძარი ჯერ უცნობია.