დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ბორის ჯონსონს გამოჯანმრთელებას უსურვებს
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს გამოჯანმრთელებას უსურვებს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
დედოფალი ელისაბედ მეორე მხარდაჭერის გზავნილს უგზავნის პრემიერის საცოლეს, რომელიც ბავშვს ელოდება.
სამეფო ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი ფიქრები ახლა ჯონსონების ოჯახთან არის.
ახალი კორონავირუსით ინფიცირებული დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოში სიმპტომების გაუარესების შემდეგ, კვირას გადაიყვანეს. მანამდე ბორის ჯონსონი მკურნალობას რეზიდენციაში, იზოლირებულ პირობებში გადიოდა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კი, ჯონსონი გუშინ საღამოს მოათავსეს.
ამასთან, ბორის ჯონსონის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.