ბორის ჯონსონის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ბორის ჯონსონის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – „ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება პრემიერის ადმინისტრაციაში გაკეთდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრიტანეთის პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა მთელი ღამის განმავლობაში სტაბილური იყო და ის კარგ განწყობაზეა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ბორის ჯონსონი სტანდარტულ ჟანგბად თერაპიას იღებს და დახმარების გარეშე სუნთქავს.

ამასთან, პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბორის ჯონსონს პნევმონია არ აქვს.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოში სიმპტომების გაუარესების შემდეგ, კვირას გადაიყვანეს. მანამდე ბორის ჯონსონი მკურნალობას რეზიდენციაში, იზოლირებულ პირობებში გადიოდა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კი, ჯონსონი გუშინ საღამოს მოათავსეს.