დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ცნობით, ღაზაში მათ მიერ გაგზავნილი 2 000 ტონაზე მეტი სასურსათო დახმარება ჩავიდა
დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ღაზაში მათ მიერ გაგზავნილი ყველაზე დიდი ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა.
„2 000 ტონაზე მეტი სასურსათო დახმარება, რომელიც ღაზაში შევიდა იორდანიის სახმელეთო დერეფნის გავლით, ნაწილდება მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიერ და გამოკვებავს 275 000-ზე მეტ ადამიანს. თითოეული ამანათი განკუთვნილია ხუთსულიანი ოჯახისთვის და შედგება ბოსტნეულის, ხორცისა და თევზის კონსერვებისგან. ამანათმა შეიძლება დააკმაყოფილოს ოჯახის ყოველდღიური კალორიული მოთხოვნილების ნახევარი 15 დღის განმავლობაში“, – აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე დიდმა ბრიტანეთმა ღაზის სექტორში გაგზავნა 150 ტონა ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის კარვები და საბნები, რომლებიც ღაზაში წინა კვირას ჩავიდა და ამჟამად ნაწილდება „იუნისეფის” მიერ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი მოუწოდებს „ისრაელს, რათა მეტი გადასასვლელი იყოს ღია და აღდგეს ჯანდაცვის სისტემა, წყალი და სანიტარული სისტემა“.
ქემერონმა ასევე მოუწოდა ისრაელს, გახსნას „სახმელეთო გადასასვლელი ჩრდილოეთით“ და დაუშვას გაერო-ს მეტი პერსონალის შესვლა, რათა ხელი შეუწყოს ღაზაში დახმარების მიწოდებას „დამანგრეველი და მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის“ დასაძლევად.