კირ სტარმერმა და ემანუელ მაკრონმა თანამშრომლობის გაღრმავებასა და უკრაინის მხარდაჭერაზე იმსჯელეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა. ემანუელ მაკრონმა კირ სტარმერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გააღრმავებს კავშირებს დიდ ბრიტანეთთან თავდაცვის, უსაფრთხოების, მიგრაციისა და ენერგეტიკის სფეროებში.
ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინის მუდმივი მხარდაჭერის მნიშვნელობა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.
შეგახსენებთ, მანამდე კირ სტარმერი გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც გერმანიის პრეზიდენტსა და კანცლერს შეხვდა.