დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ირანს ისრაელზე თავდასხმისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ირანს ისრაელზე თავდასხმისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ირანის პრეზიდენტთან, მასუდ პეზეშკიანთან სატელეფონო საუბრისას ირანს ისრაელზე თავდასხმისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, კირ სტარმერმა მასუდ პეზეშკიანს განუცხადა, რომ ომი არავის ინტერესში არ არის და „ახლა სიმშვიდით და ყურადღებით განხილვის დროა“.

დიდი ბრიტანეთის ლიდერმა ირანის პრეზიდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ ძალიან შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციით და მოუწოდა ყველა მხარეს დეესკალაციისკენ, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი რეგიონული დაპირისპირება.

„ბიბისის“ ცნობით, საუბარი 30 წუთს გაგრძელდა და ეს იყო პირველი სატელეფონო საუბარი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და ირანის პრეზიდენტს შორის 2021 წლის მარტის შემდეგ, მაშინ დიდი ბრიტანეთის ყოფილი ლიდერი ბორის ჯონსონი ჰასან როჰანს ესაუბრა.