დიდი ბრიტანეთის დედოფალმა და ედინბურგის ჰერცოგმა ქორწინების 73-ე წლისთავის აღსანიშნავად ერთობლივი ფოტო გაავრცელეს
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა და ედინბურგის ჰერცოგმა ქორწინების 73-ე წლისთავის აღსანიშნავად ერთობლივი ფოტო გაავრცელეს

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა და ედინბურგის ჰერცოგმა ქორწინების 73-ე წლისთავის აღსანიშნავად ერთობლივი ფოტო გაავრცელეს.

ფოტოზე ელისაბედ მეორე და პრინცი ფილიპი კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას შვილების მიერ გაგზავნილ მისალოც ბარათს ათვალიერებენ. ფოტო უინძორის სასახლეშია გადაღებული.

ელისაბედ მეორე 21 წლის იყო, როდესაც ის და ფილიპი დაქორწინდნენ. მათი ქორწინება ბრიტანეთის მონარქიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივია.