„დიდება ერს, სიკვდილი მტერს“ - რუსთაველის მიმდებარედ „საქართველოს ეროვნული ერთობა“ კონტრაქციას მართავს [ფოტო/ვიდეო]
„ეროვნულ სოციალისტური მოძრაობა საქართველოს ეროვნული ერთობა“ პარლამენტის შენობასთან მისვლას გეგმავდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, აქციის მონაწილეები ამ წუთებში გია ჭანტურიას ქუჩაზე იმყოფებიან.
„დიდება ერს, სიკვდილი მტერს“,-აღნშნული ლოზუნგით აპირებდნენ კონტრაქციის გამართვას რუსთაველის გამზირზე „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წარმომადგენლები, თუმცა პოლიციას ქუჩა აქვს გადაკეტილი და ისინი რუსთაველისკენ წასვლას ვერ ახერხებენ და ადგილზე რჩებიან.
მათი თქმით, ისინი არ აპირებენ დაძაბულობის შეტანას.
„გვსურს, ჩვენი ძალა დავანახოთ ყველას. ყველა ახალგაზრდის სახელით ნუ საუბრობენ“,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ამასთან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული.