„სირცხვილი, სირცხვილი“ - ასეთი შეძახილებით შეხვდნენ გიორგი გახარიას კონტრაქციის მონაწილეები [ვიდეო]

„სირცხვილი, სირცხვილი“ – ასეთი შეძახილებით შეხვდნენ გიორგი გახარიას კონტრაქციის მონაწილეები.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კონტრაქციის მონაწილეებს ამ წუთებში ხვდება.

გიორგი გახარიამ მანამდე შეხვედრა გამართა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის მონაწილეებთან, რომელთაც ბოდიში მოუხადა და ასევე მოუწოდა, თავადაც მოიხადონ ბოდიში იმ პოლიციელების მიმართ, რომელთაც შეურაცხყოფა მიაყენეს.