ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დიდ დიღომში. გიორგი ბრწყინვალისა და პეტრე იბერის ქუჩების კვეთაზე მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, 15 წლამდე ასაკის გოგო ზებრა გადასასვლელზე მამასთან ერთად გადადიოდა, თუმცა მოულოდნელად წინ გაიქცა და ავტომობილისთვის გადარბენა სცადა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გოგონას შეეჯახა.
შეჯახების შედეგად, მოზარდი მსუბუქად დაშავდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.
როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.