დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული რვა ადამიანი კლინიკებში რჩება
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული რვა ადამიანი კლინიკებში რჩება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.
„ექვსი ბავშვი მკურნალობს იაშვილის კლინიკაში, ხოლო ორი მოზარდი ღუდუშაურშია. მათი მდგომაროება მსუბუქია. არის ოთხი გარდაცვლილი.
ექვსი ბავშვის მდგომარეობა, საბედნიეროდ, მსუბუქია, თუმცა სჭირდებათ ექიმების მეთვალყურეობა და დღეს ღამე აქ დარჩებიან. მათი მდგომარეობის გადაფასება მუდმივად ხდება. ორი მოზრდილის მდგომარეობაც, საბედნიეროდ, მსუბუქია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.