დიდ ბრიტანეთს ერთი წლის განმავლობაში კარანტინის რეჟიმის რამდენჯერმე დაწესება 251 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა
„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, ერთი წლის განმავლობაში კარანტინის რეჟიმის რამდენჯერმე დაწესება დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას 251 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა. ამის შესახებ საუბარია ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომლის შესახებ „გარდიანი“ წერს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ კოვიდშეზღუდვების გამო, მთელი ქვეყანა დაზარალდა, თუმცა ყველაზე მეტი ზიანი მიადგა ღარიბ რეგიონებს.
სპეციალისტთა განცხადებით, მთავრობამ დროულად უნდა აღმოფხვრას ეს პრობლემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგიონებს შორის ეკონომიკური უთანასწორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ეკონომიკის აქტივობის შემცირებამ ლონდონი ერთი წლის განმავლობაში 51,4 მილიარდი ფუნტი სტერლინგით დააზარალა.