საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გეგა დიასამიძე სოლიგორსკის „შახტიორის“ შემადგენლობაში გამოჩნდა – 28 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ბელორუსის ჩემპიონატის მეცხრე ტურში „სლავიას“ წინააღმდეგ ითამაშა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
დიასამიძემ ბოლოს მეექვსე ტურში ითამაშა, მერე კი გუნდის მთავარი მწვრთნელი, იური ვერნიდუბი ამტკიცებდა, რომ ქართველი ლეგიონერი ტრავმირებული იყო და მკურნალობდა.
27 წლის შემტევმა ნახევარმცველმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 58-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 70-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა.
ლაშა შინდაგორიძე გუნდს ვერ ეხმარება, რადგან ტრავმირებულია და თბილისში მკურნალობს. ვერც გიორგი ქანთარიამ ითამაშა – მისი გუნდის, გროდნოს „ნემანისა“ და „მინსკის“ მატჩი გადაიდო, რადგან მეტოქის მოთამაშის კორონავირუსით ინფიცირების შანსი არსებობდა.
ცხრა ტურის შემდეგ სოლიგორსკის „შახტიორმა“ 15 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა, ხოლო გროდნოს „ნემანი“ რვა ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მხოლოდ მე-14 ადგილს იკავებს.