ბელარუსის ჩემპიონატი შეჩერდა - ის, რაც კორონავირუსმა ვერ შეძლო
ბელარუსის ჩემპიონატი შეჩერდა - ის, რაც კორონავირუსმა ვერ შეძლო

ის, რაც ბელარუსულ ფეხბურთს კორონავირუსმა ვერ დააკლო და ვერ შეძლო, აგორებულმა პოლიტიკურმა აქციებმა შეძლო – ბელარუსში საფეხბურთო ჩემპიონატი შეწყდა.

ბელარუსში ვითარება ყოველდღიურად მხოლოდ გაუარესდება. თუ თავდაპირველად ქვეყანაში პროტესტი მშვიდობიანი და მცირერიცხოვანი იყო. ახლა თითქმის ყველა დიდი ქალაქის ქუჩებში ხალხის რაოდენობა უფრო და უფრო მატულობს და მასობრივი გაფიცვები დაიწყო. მიზეზი ისაა, რომ ხალხი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

ასეთ პირობებში სპორტული ღონისძიებების ჩატარება შეუძლებელია, ამიტომ ბელორუსის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა შეაჩეროს ჩემპიონატი და შემდეგი მატჩები დაუყოვნებლად გადადოს.

აქვე გეტყვით, რომ ბელარუსის ნაკრებისა და ბორისოვოს ბატეს თავდამსხმელი ანტონ სოროკა შვიდი დღით დააკავეს, ხოლო მოსკოვის ცსკა-ს ბელარუსმა ფორვარდმა ილია შკურინმა უარი თქვა ბელორუსის ეროვნულ გუნდში თამაშზე, სანამ ქვეყანაში ხელისუფლება არ შეიცვლება.