ბელარუსის ჩემპიონატის მატჩი კორონავირუსის გამო გადადეს
ბელარუსის ჩემპიონატის მატჩი კორონავირუსის გამო გადადეს

ბელორუსის საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრა ბრესტის „დინამოსა“ და „სლუცკს“ შორის, რომელიც 10 ივლისს ბრესტში უნდა ჩატარებულიყო, 12 აგვისტოსთვის გადაიდო. გადაწყვეტილება ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის (ბფფ) აღმასკომმა მიიღო.

თამაშის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს ბელორუსის ჩემპიონატის რეგლამენტის შესაბამისად, რომელიც ბფფ-ის აღმასკომს მატჩის გადადების უფლებას ფორსმაჟორის შემთხვევაში აძლევს.

საქმე ისაა, რომ ბრეტის „დინამოს“ პრესსამსახურის ცნობით, გუნდში კორონოვირუსით დაავადებულები გამოვლინდნენ, რამდენიმე მოთამაშე კარანტინში გაიყვანეს. ახლა კლუბს წინაშე დგას ამოცანა, რომ ამ ვითარებას თავი რაც შეიძლება მალე დააღწიოს.

ბელორუსის ჩემპიონატში ჩატარებული 16 ტურის შემდეგ გათამაშებას 30 ქულით სოლიგორსკის „შახტარი“ ლიდერებს, სადაც გეგა დიასამიძე და ლაშა შინდაგორიძე არიან.