ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში დღეს ქალთა შორის ტყვიით სროლაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა.
ახალგაზრდების მსგავსად დიდებშიც საკუთარი ძალები 20-მა სპორტსმენმა მოსინჯა.
ახალგაზრდებში 557 ქულით ჩემპიონობა არავის დაუთმო ნინო ხუციბერიძემ, მეორე ადგილი ლიზი კილაძემ (555 ქულა) დაიკავა, ხოლო ბრინჯაოს მედალი მარიამ ღვინიაშვილმა (550 ქულა) დაისაკუთრა.
ნინო სალუქვაძე ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი 555 ქულით ბრინჯაოს დასჯერდა.
ვერცხლის მედალს მეგი ქადაგიძე (558 ქულა) დაეუფლა, ხოლო ჩემპიონობა 567 ქულით მარიამ ჩაგანავამ არავის დაუთმო.