ნინო სალუქვაძე - ლიცენზია ძალიან მძიმე ბრძოლაში მოვიპოვე, ჩემთვის ეს იქნება მეათე ოლიმპიური თამაშები #1TVSPORT
ნინო სალუქვაძე - ლიცენზია ძალიან მძიმე ბრძოლაში მოვიპოვე, ჩემთვის ეს იქნება მეათე ოლიმპიური თამაშები #1TVSPORT

ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა, ნინო სალუქვაძემ ევროპულ თამაშებზე 25 მეტრზე ტყვიის სროლაში საუკეთესო ოთხეულში შესვლა მოახერხა, რითიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზია გაინაღდა.

„ევროპის ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს ტყვიის მსროლელებმა გამოსვლა დავასრულეთ. უიღბლო იყო ვაჟების ასპარეზობა. ჩვენმა სპორტსმენებმა მედლები მხოლოდ ცენტრალური ათიანებით დაკარგეს.

ჩვენს სახეობაში პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მხოლოდ ერთი კვოტა თამაშდებოდა და ფინალში ძალიან მძიმე ბრძოლაში მოვიპოვე ეს ლიცენზია. ჩემთვის ეს იქნება მეათე ოლიმპიური თამაშები“, – განაცხადა სალუქვაძემ შეჯიბრების დასრულების შემდეგ.

ათ ოლიმპიადაში მონაწილეობით ნინო სალუქვაძე კანადელ ცხენოსანს, იან მილარს გაუთანაბრდება. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ათ ოლიმპიადაზე ქალ სპორტსმენს ჯერ არ უასპარეზია. ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალია, რომელმაც ცხრა ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა.