დღეს გაზაფხულის ბუნიაობაა — შუალედური წერტილი შუა ზამთარსა და შუა ზაფხულს შორის. ეს მოვლენა აღნიშნავს გაზაფხულის ასტრონომიულ დასაწყისს, ანუ, როცა მზე დედამიწის ეკვატორის ჩრდილოეთით ინაცვლებს.
20 მარტიდან იზრდება დღის ხანგრძლივობა, ღამის კი მცირდება. როგორც წესი, გაზაფხულის ბუნიაობა 20, 21 ან 22 მარტს დგება.
ბუნიაობა არის ფენომენი, რომელიც წელიწადში ორჯერ ხდება — გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიაობა.
შემოდგომის ბუნიაობა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში 23 სექტემბერს დგება და აღნიშნავს შემოდგომის დასაწყისს.
ბუნიაობა ხდება ზაფხულისა და ზამთრის მზებუდობებს შორის და აღნიშნავს წერტილს, როცა მზე ეკვატორის მიმართ ზენიტშია, ანუ ზუსტად მის თავზე დგას და ჩრდილოეთი და სამხრეთი ნახევარსფეროები სინათლისა და სითბოს თანაბარ რაოდენობას იღებენ. ამის შემდეგ, მზე ეკვატორს გადაკვეთს და თანდათან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადაინაცვლებს.
ბუნიაობის დროს, დღისა და ღამის ხანგრძლივობა თანაბარია.