დღეიდან რძის მწარმოებლებისთვის ახალი წესები ამოქმედდა
დღეიდან რძის მწარმოებლებისთვის ახალი წესები ამოქმედდა

დღეიდან სარეალიზაციოდ გამოტანილ ნედლი რძის ნაწარმს ეტიკეტზე მკაფიოდ უნდა ჰქონდეს მითითებული, რომ იგი ნედლი რძისგან არის დამზადებული.

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილება 2020 წლის 30 ივლისს შევიდა.

ცვლილების მიხედვით, „ბაზარზე განთავსებული რძის ნაწარმის ეტიკეტზე, რომელიც წარმოებულია ნედლი რძის გამოყენებით, ხედვის ძირითად არეალში, სურსათის დასახელებასთან ერთად, უნდა იყოს მკვეთრი მინიშნება და მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს – „დამზადებულია ნედლი რძისაგან“.