უკრაინული მედიის ცნობით, ორმა უკრაინულმა კომპანიამ ავტონომიური დრონების მასობრივი წარმოება დაიწყო
უკრაინული მედიის ცნობით, ორმა უკრაინულმა კომპანიამ ავტონომიური დრონების მასობრივი წარმოება დაიწყო

ორმა უკრაინულმა კომპანიამ ავტონომიური დრონების მასობრივი წარმოება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული დრონების მწარმოებელი კომპანია VYRIY და ავტონომიური სისტემების ადგილობრივი დეველოპერული კომპანია The Fourth Law აცხადებენ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დრონების ახალი ხაზი Vyriy 10-ის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატზე იქნება დაფუძნებული და TFL-1 მართვის მოდულით აღჭურვილი.

კომპანიებში აცხადებენ, რომ სწორედ ამ სისტემის გამოყენებამ გაზარდა დრონების განადგურების ეფექტურობა ოთხჯერ. ამასთან, აღნიშნავენ, რომ მისი ღირებულებაც 10%-ით იზრდება.

მედიის ცნობით, TFL-1 მოდული არის მანქანურ ხედვაზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც „გაისროლე და დაივიწყე“ პრინციპით მუშაობს – სამიზნის ვიზუალური აღმოჩენის შემდეგ კონტროლს ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებით იღებს და დადარტყმას ამის შემდეგ ახორციელებს.

ავტონომიური დრონების მწარმოებელი კომპანიები უკვე ვარაუდობემ, რომ 6-9 თვეში ფრონტზე არსებული დრონების უმეტესობას მსგავსი სისტემები ექნება.

ცნობისთვის, დრონების მასობრივი წარმოება დიდმა ბრიტანეთმაც გადაწყვიტა, მიზეზად კი რუსეთის საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის დახმარება დაასახელა. გაერთიანებული სამეფოს ეს ინიციატივა უკრაინის დაბომბვის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას უკავშირდება.