დღეიდან იხსნება ყველა საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან, არ ვაჭრობს ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით
დღეიდან საქართველოში იხსნება ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განმარტა, ეს არ ეხება სავაჭრო მოლებს.
„მოგეხსენებათ, ეკონომიკის გახსნის ექვსეტაპიანი გეგმა, რომელიც ჩვენ გვქონდა, მაშინვე ვთქვით, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარებოიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო როგორც ამ გეგმის დაჩქარება, ასევე მისი ნაწილების გადავადება, თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამას მოითხოვდა. დღეის მდგომარეობით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბედნიეროდ, ჩვენი მოქალაქეების და ექიმების ყოველდღიური პასუხისმგებლიანი ქმედებებისა და შრომის შემდეგია, რომ შეგვიძლია, გარკვეული სექტორების გახსნა დავაჩქაროთ, ისე, როგორც ერთი კვირით დავაჩქარეთ მშენებლობის და მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა წარმოების გახსნა. ეს ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ გახსნებს შორის შუალედები შევამციროთ და გარკვეული სექტორები გავხსნათ უფრო ადრე. ანუ დღეს ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 11 მაისიდან, ორშაბათიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ამასთან, დღეიდან იხსნება ყველა სახის წარმოებაც.