დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ვეტერან დევნილებს თბილისში ბინებს გადასცემს
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ვეტერან დევნილებს თბილისში ბინებს გადასცემს. აღნიშნულის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადი, ჯამში 619-მა ოჯახმა შეავსო.
„წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა. სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ეძლევათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მინიჭებული წინასწარი ქულები გადაფასდება, რის შემდეგ განახლებული სია გამოქვეყნდება“, – აღნიშნულია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციაში.