დენის შმიგალი - უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მორიგი შეხვედრა დეკემბერში გაიმართება
უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მორიგი, მეცხრე შეხვედრა დეკემბერში გაიმართება. აღნიშნული საბჭო ასოცირების შეთანხმების შესრულების პროგრესს აკვირდება. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ამასთან, შმიგალმა არ დააკონკრეტა, სად და როდის გაიმართება ასოცირების საბჭოს სხდომა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ბოლო სხდომა 2022 წელს ბრიუსელში გაიმართა. შედეგად, მხარეებმა ხელი მოაწერეს ოთხ დარგობრივ ხელშეკრულებას. უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების საბჭო მოქმედებს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად და ახორციელებს შეთანხმების შესრულების კონტროლს და მონიტორინგს.