დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი - ეკლესიას ვერავინ და ვერაფერი დააზიანებს
არავითარი პატრიარქის ლიკვიდაცია არ იგეგმებოდა, არც ჩამოშორებაზე გამიგია მსგავსი რამ,- ამის შესახებ დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა ჟურნალისტებთან მეუფე იაკობის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„რაც შეეხება წმინდა სინოდის შეკრებას, ამ შეკითხვებზე სინოდის წევრები გიპასუხებენ. ვერ გეტყვით, არ ვიცი“,-აღნიშნა გიორგი თევდორაშვილმა.
ამასთან, დეკანოზ გიორგი თევდორაშვილის ინფორმაციით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ეკლესიას ვერავინ და ვერაფერი დააზიანებს. ეკლესიის პოზიცია ყოველთვის არის მიმტევებლობა, შემწყნარებლობა, დალოცვა და ლოცვა-კურთხევა“,-განაცხადა გიორგი თევდორაშვილმა.
ასევე, დეკანოზმა მამა გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე დასმულ კითხვას ასე უპასუხა : „ალბათ მაგის დროც მოვა. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება”
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“.
ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.