დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი - ეკლესიას ვერავინ და ვერაფერი დააზიანებს
დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი - ეკლესიას ვერავინ და ვერაფერი დააზიანებს

არავითარი პატრიარქის ლიკვიდაცია არ იგეგმებოდა, არც ჩამოშორებაზე გამიგია მსგავსი რამ,- ამის შესახებ დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა ჟურნალისტებთან  მეუფე იაკობის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„რაც შეეხება წმინდა სინოდის შეკრებას, ამ შეკითხვებზე სინოდის წევრები გიპასუხებენ. ვერ გეტყვით, არ ვიცი“,-აღნიშნა გიორგი თევდორაშვილმა.

ამასთან, დეკანოზ გიორგი თევდორაშვილის ინფორმაციით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ეკლესიას ვერავინ და ვერაფერი დააზიანებს. ეკლესიის პოზიცია ყოველთვის არის მიმტევებლობა, შემწყნარებლობა, დალოცვა და ლოცვა-კურთხევა“,-განაცხადა გიორგი თევდორაშვილმა.

ასევე, დეკანოზმა მამა გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე დასმულ კითხვას ასე უპასუხა : „ალბათ მაგის დროც მოვა. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“.

ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

დატოვე კომენტარი