დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი - ჩემი ხედვა ასეთია, ყველაფერი დაწყნარდება, მეუფე პეტრე დაემორჩილება წმინდა სინოდის განჩინებას
ჩემი ხედვა ასეთია, რომ ყველაფერი დაწყნარდება, მეუფე პეტრე დაემორჩილება წმინდა სინოდის განჩინებას და ეკლესია გააგრძელებს თავის მოღვაწეობას, – ამის შესახებ დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მეუფე პეტრე საკმაოდ გონიერი ადამიანია და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ის აღდგება თავის მსახურებაში გარკვეული დროის შემდეგ“,- აცხადებს დეკანოზი.
ამასთან, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სინოდის სხდომის თხოვნას გაითვალისწინებს და დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს სინოდის თხოვნას და მამა გიორგი მამალაძე დატოვებს საპყრობილეს“,- აცხადებს დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი.
საქართველოს საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს. ამასთან, წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა. ასევე, წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.