დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, „ენამთის“ ტერიტორიაზე ხანძარია.
მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 20 ჰექტარ ფართობზე საძოვრებს უკიდია.
ადგილზე მობილიზებულია დედოფლისწყაროს, გურჯაანის, საგარეჯოს და სიღნაღის სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.
„ხანძრის გაჩენის მიზეზი შეიძლება ძლიერი სიცხე იყოს. დღეს დედოფლისწყაროში ეს ხანძრის მეორე შემთხვევაა“, – განაცხადა ჯანიაშვილმა და აღნიშნა, რომ წინა შემთხვევაშიც ცეცხლი დაახლოებით 20 ჰექტრამდე ტერიტორიას ეკიდა, თუმცა სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ხანძრის ლიკვიდაცია შეძლო.