„თელასის“ ინფორმაციით, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის შვიდ რაიონში რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ჩუღურეთის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ვაგზლის მოედნის, თამარ მეფის გამზირის, ნინოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, გოგოლის, მარჯანიშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ზურაბ ჭავჭავაძის, ფოცხვერაშვილის და სამღერეთის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებზე.
ვაკის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00-დან 15:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ ილია ჭავჭავაძის გამზირსა (ნაწილობრივ) და ყიფშიძის ქუჩაზე.
სამგორის რაიონში, ვარკეთილი-3 დასახლების I, II და IV მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის II მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, თრიალეთის, ჯავახეთის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და ხომლელის ქუჩების მცხოვრებლებს დენი 11:00-დან 17:00 საათამდე შეუწყდება.
საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფ. დიღმის (ნაწილობრივ), სოფ. ზურგოვანის, სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), მუხათგვერდის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის XIII კმ-ის, აღმაშენებლის ხეივნის XII კმ-ის, დიღომი 7-ის დასახლების, დემეტრე თავდადებულის (ნაწილობრივ), მერაბ კოსტავას, პეტრიწის, გოდერძი ჩოხელის, გრიგოლ ფერაძის, სამაჩაბლოს, ასი ათასი მოწამის, გივი კვიჭიძის, თორნიკე ერისთავის და ვიქტორ ნოზაძის ქუჩების აბონენტებზე.
11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ „ნატბეურების“ დასახლების, სოფ. დიღმის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ჭანდრის I ჩიხის, დიდი დიღომის III მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის (ნაწილობრივ), მარკო პოლოს, გიორგი გეხტმანის, იასე შაქარიშვილის, ოსკარ შმერლინგის, მეფე მირიანის და სერგი ცხაკაიას ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ვაჟა ფშაველას გამზირზე, პეტრე ქავთარაძის და თავხელიძის ქუჩებზე.
ისნის რაიონში, მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნავთლუღის დასახლებაში, ნავთლუღის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსკოვის გამზირზე, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირსა და მეველის ქუჩაზე დენი 10:30-დან 17:00 საათამდე შეწყდება.
კრწანისის რაიონში, გორგასლის, სადგურის და გულიას ქუჩებზე ელექტრომომარაგება 11:00-დან 12:00 საათამდე შეიზღუდება.
დიდუბის რაიონში, მიქელაძის ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება, 10:00-დან 13:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.