ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის შვიდ უბანზე ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, სამგორის რაიონში, კერძოდ ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეზღუდვა 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეეხება. ასევე 14:00 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება ქინძმარაულის ქუჩაზეც.
„ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდება დიდუბის რაიონის მოსახლეობასაც. კერძოდ: დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), ჩაჩავას, ლუბლიანას და მიხეილ ჭიაურელის ქუჩებს. 11:00 საათიდან 16:00საათამდე ელექტრომომარაგება შეიზღუდება კრწანისის რაიონშიც: სოფელი ფონიჭალის, რუსთავის გზატკეცილის, შოთა ნიშნიანიძის და გორგასალის ქუჩებზე.
ჩუღურეთის რაიონის აბონენტებს შეზღუდვა ელექტრომომარაგებაზე 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეეხებათ. საუბარია აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და მარჯანიშვილის ქუჩებზე.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით შეზღუდვები გავრცელდება საბურთალოს რაიონზეც. კერძოდ: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებზე. ასევე ამავე რაიონში, ცხინვალის ქუჩის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეუფერხდებათ.
ნაძალადევის რაიონში დენის მიწოდება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. შეზღუდვები გავრცელდება თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, სოფელი გლდანის, ავშნის და გია რომელაშვილის ქუჩებზე.
ისნის რაიონში კი ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ:
ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის მოსახლეობაზე. ამავე რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდება 12:00 საათიდან 15:00 საათამდე წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის და საექიმოს ქუჩებზე.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.