ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩა №31-ში მდებარე შპს „პირამიდს გრუპი“-ს საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე, – ამის შესახებ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.
„დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, კეკელიძის ქუჩა №25-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან, ეტაპობრივად. დილის 12:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნაძალადევში, ხეხილსანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე – მარიამ ივანიშვილი-დემურიას, მარიამ დადიანი-ანჩაბაძის, ნინო წერეთლის, გარეჯის, ახალმოწამეთა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისანში, ბაღდათის (რიჩარდ ჰოლბრუკის) ქუჩა №1, №3, №5, №7, №11-ში მცხოვრებ მოსახლეობას, წერნაკის ქუჩაზე მდებარე შპს „არტ კონსტრაქშენის“-ს საცხოვრებელი კორპუსისა და წერნაკის შესახვევის კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზმომარაგება ასევე შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.
მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის” – აღნიშნულია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” განცხადებაში.