„თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის ოთხ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ვაკის რაიონში ელექტროენერგია 11:00-დან 16:00 საათამდე შეიზღუდება – წყნეთის გზატკეცილზე, რადიანის, შატბერაშვილის, მცხეთის, მარუხის გმირთა და კოკა კლდიაშვილის ქუჩებზე.
ისნის რაიონშიც 11:00-იდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დოლაბაურის, კაჭარავას, წერნაკის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჭრელაშვილის, იორის და ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის ქუჩებს.
გლდანის რაიონში შეზღუდვა 11:00-დან 18:00 საათამდე გავრცელდება გობრონიძის ქუჩის აბონენტებისთვის. ასევე, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის, შეშელიძის, ხევძმარის, სარაჯიშვილის, ლაზოს, წყალსადენის, შუშის და ჭედიას ქუჩების აბონენტებს.
12:00-დან 15:00 საათამდე კი ელექტრომომარაგება გლდანის მასივის IV მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეეზღუდებათ.
საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტრომომარაგება დიდი დიღმის III მიკრორაიონის და პეტრე იბერის ქუჩის მცხოვრებლებს შეუწყდებათ.