დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

„თელასის“ ცნობით, კრწანისის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – 13:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ თაბუკაშვილის, ჭანტურიას და ვასო აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და ანაპის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ კასპის, დოესის, ზურაბიშვილის, უბილავას, ლეხ კაჩინსკის, ნოსირის, აწყურის და წინანდლის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 10:00-დან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ მუხიანის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.