დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

გლდანის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, ფატმანის, შერმადინის და ერედვის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.