„თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 7 ნოემბერს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
დიდუბის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისკლავსკის ქუჩის მცხოვრებლებს; 12:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ლუბლიანას და ტერევერკოს ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის და გობრონიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების სამუშაოების გამო 12:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ქინძმარაულის და ველისთავის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მოთხოვნის გამო 12:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.