დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

კრწანისის რაიონი – 10:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათას მთის, ხეხილსანერგე მეურნეობის და ხუდადოვის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიაურელის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება“, – აცხადებენ „თელასში“.