„თელასის“ ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიღმის მასივის I, III, IV, V კვარტლების, მიქელაძის, აკაკი ბელიაშვილის, ცაიშის, ქვალონის და ხოშარაულის ქუჩების მოსახლეობას.
10:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რაფიელ ერისთავის, თორნიკე ერისთავის და ჭყონდიდელის ქუჩების მოსახლეობას.
10:30-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თემქის დასახლების III მიკრორაიონის III, V კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, V კვარტლების და გია რომელაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ასკანის, ბეთლემის, გომის, იერუსალიმის, კოტე აფხაზის, ჯვარედინის, თონეთის, ჰოვანეს თუმანიანის, ჩხეიძის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.
10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ონიაშვილის, ბახტრიონის, იყალთოს და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.
11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, მხატვრების დასახლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის, შალვა ნუცუბიძის, მარგიანის, ბესარიონ ჟღენტის და პაბლო პიკასოს ქუჩების მოსახლეობას.
11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
10:30-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ლერწმის, აბუსერიძე-ტბელის, სახალხოს, ხევის და ჩარხის ქუჩების მოსახლეობას.
10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილის დასახლების I, II მიკრორაიონების, პოლიციის, ქიზიყის, ლორთქიფანიძის, ენუქიძის და გახოკიძის ქუჩების მოსახლეობას.
11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ), შუამთის და საცხენისის ქუჩების მოსახლეობას.
11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბაგების დასახლების (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის და ზურაბ საკანდელიძის ქუჩის მოსახლეობას.
11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თემქის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, გურამიშვილის, დავით სარაჯიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის და თემქის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.