დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

სამგორის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლილოს დასახლების და ჭირნახულის ქუჩის მოსახლეობას. 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნაკადულის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ანდრონიკაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 10:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების, სოფელ გლდანის, ქერჩის, ხევისპირის, წყაროთუბნის, დავით ჯაბიძის, მწვანე, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის და გრაფ შულენბურგის ქუჩების მოსახლეობას. 12:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, მიქატაძის და საბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თამარ მეფის გამზირის, მნათობის, თევდორე მღვდლის, ჩუბინაშვილის, გოგოლის, კონსტიტუციის და ფოცხვერაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის, სანაპიროს, ათონელის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, მტკვრის, შოთა ნიშნიანიძის, ფურცელაძის, ვეკუას, ვაჩნაძის, ფხოვის, პუშკინის, ხაზინის, გალაკტიონ ტაბიძის, აბესაძის, ალავერდოვის, ლერმონტოვის, აბო-თბილელის, ჯიბლაძის, ჩიხრაძის, ახოსპირელის, გუდიაშვილის, გრიგოლ ხანძთელის, ანტონ კათალიკოსის, კუფტინის, კოტე აფხაზის, საიათნოვას და ვახტანგ ბერიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამხედრო გზატკეცილის, დიღმის მასივის III, IV, V კვარტლების, რობაქიძის  გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის, მიქელაძის, ახმეტელის და ლიუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის  I კვარტლის, ბოგდან ხმელნიცკის, ლერწმის, აბუსერიძე-ტბელის, სახალხოს, ხევის, ჩარხის, მანავის და მიხეილ აბრამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მოსახლეობას. 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, წყნეთის და საკანდელიძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის IV მიკრორაიონის და ფერმწერთა ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.