დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

გლდანის რაიონი – 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის პირველ მიკრორაიონს (ნაწილობრივ) და მარატ ნოზაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ახალდაბის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის და ლევან მიქელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 12:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის, ანტონოვსკაიას, საბურთალოს, გივი კარტოზიას და სულხან ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 11:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის პორველი კვარტლის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.