„თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონი – 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთანდილის, ოქროყანის, ამაღლების, შინდისის, მესხის და შხეფის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 12:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, ემხვარის, სარაჯიშვილის და კვანტალიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – 10:00დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წინამძღვრიშვილის, ფოცხვერაშვილის, სურამის, ნინოშვილის და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.