„თელასის“ ინფორმაციით, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის 7 რაიონში რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ჩუღურეთის რაიონში მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, ნინოშვილის, კიტა აბაშიძის, კლდიაშვილის და ჩუბინაშვილის ქუჩებზე დენი 10:00-დან 17:00 საათამდე შეწყდება.
საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10:00-დან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელი დიღმის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირის, ჯანო ბაგრატიონის, ტაშკენტის და შალვა ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებზე.
ვაკის რაიონში, პეტრიაშვილის, თერგის, გალის, კეკელიძის, უმიკაშვილის და ბარნოვის ქუჩებზე
ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 18:00 საათამდე შეწყდება.
დიდუბის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00-დან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კედიას, თევდორე მღვდლის, ცემის, ევდოშვილის, ზუგდიდის და სოხუმის ქუჩების აბონენტებზე.
გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მოსახლეობას დენის მიწოდება 10:00-დან 17:00 საათამდე ნაწილობრივ შეეზღუდება.
დიდგორის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00-დან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა გავრცელდება დაბა წავკისის და კოჯრის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებზე.
ისნის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:30-დან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ჩოლოყაშვილის I კვარტლის, აბრამიშვილის, ჯავადის, ბაჟანის, მეგობრობის, უორდროპის, იუნკერთა, დოდაშვილის, ჩკალოვის და ლობჟანიძის ქუჩების აბონენტებზე.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.