„თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონი – 10:30-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ნაძალადევის“ მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის მეორე კვარტლის, ცოტნე დადიანის, ხევსურეთის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის, კავთისხევის, ჭყონდიდელის, სვანეთის, ალექსანდრე მრევლიშვილის, წიკლაურის, ჩაქვის, მანჯგალაძის, დეპოს, საყვირის, კოხრეიძის, წმინდა მელქისედეკ პირველის, თამარაშვილის, ქართლელიშვილის, ნიკო მარის, კამალოვის, ქებურიას, კისისხევის, ძმობის, წაღვერის, ურიდიას, წრომის, ბიჩინაშვილის, სააკაძის, საჭილაოს, გომბორის, ლიკანის, მესხიშვილის, სუმბათაშვილ-იუჟინის, გულრიფშის და ქართველიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიდი ლილოს, ზემო ალექსეევკის დასახლების და ქართველიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, ფიროსმანის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარაკონის და ჯორჯაძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, მარჯანიშვილის, კლდიაშვილის, წინამძღვრიშვილის და ხუდადოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – 14:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რობაქიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 10:30-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის დასახლების და დავით კვაჭანტირაძის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – 11:00-დან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება ძმები კაკაბაძეების ქუჩის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ორთაჭალის ქუჩის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.