„თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის, სამგორის დასახლების, ვიქტორ კუპრაძის და ლადო კოტეტიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის და ტაბახმელას(ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაძის, შევჩენკოს და ინგოროყვას ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – ქსელში გადართვებთან დაკავშირებით, 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, პაატა ჯანელიძის, გიორგი ნადარეიშვილის, ბესიკ გეთიას და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრიორაიონის I კვარტლის და შანდორ პეტეფის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 და მე-13 კილომეტრების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ზემო ვეძისის დასახლების, გრიგოლ ფერაძის, ვიქტორ ნოზაძის, ბუდაპეშტის, ალმასიანის, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, ლვოვის, ყუშიტაშვილის და მარუშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV mიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III და IV კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის IV კვარტლის, ინტენსიფიკაციის, ჟღენტის და კონსტანტინე კაპანელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, გიორგი გურგენიძის, არჩილ ქურდიანის, ცოტნე დადიანის, გრომოვის, ზაქარია ვეშაპურის, მეუნარგიას, სოლომონ ქურდიანის და ზაქრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, გლდანის ხევის დასახლების, ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, მარატ ნოზაძის, ლეკო გობრონიძის, შეშელიძის, ქერჩის, დავით სარაჯიშვილის, ხიზამბარელის, ხიზაბავრის, ევგენი ხარაძის, წყალსადენის, ფეიქართა, ბარალეთის და ლიბანის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.