დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
„თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
გლდანის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის, ანდრონიკაშვილის (ნაწილობრივ), ჭედიას (ნაწილობრივ), შუშინის, ბაღნარის, გელა ჭედიას, დავით სარაჯიშვილის, შუშის, წყალსადენის, ლაზოს, მონასტრის, ტაძრის, ელვერ კუპატაძის და ალექსანდრე წერეთელის ქუჩების მოსახლეობას;
დიდუბის რაიონი – 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, VI კვარტლების, აკაკი ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას; 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას;
საბურთალოს რაიონი – 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზალდასტანიშვილის, დელისის, შალვა ნუცუბიძის, ზემო დელისის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქუჩების მოსახლეობას; 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მოსახლეობას; 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას;
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის, არსენას, ვეძინის, ზაალ ქიქოძის, რიწის, ძმები ზუბალაშვილების, ალექსანდრე ჭავჭავაძის და თხინვალის ქუჩების მოსახლეობას;
ჩუღურეთის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაიას, ანაკლიის და ჩანჩიბაძის ქუჩების მოსახლეობას; 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახვლედიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ელენე ახვლედიანის, ნინო ჩხეიძის და ხეთაგუროვის ქუჩების მოსახლეობას; 13:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას;
ისნის რაიონი – 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, გულუას, არტურ ლაისტის და მეგობრობის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.