დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
„თელასის“ ცნობით, გეგმური სამუშაოების გამო დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
სამგორის რაიონი – 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა, მაისურაძის, ხომლელის, სუხიშვილის, გახოკიძის და თაყაიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 10:30-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ზედამზის, ლაითურის, გორდის, თოდრიას, კლდეკარის და ბუგეულის ქუჩების მოსახლეობას.
14:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ სანერგე მეურნეობის, შატილის, მაღალაშვილის, ურეკის, ცოდნისკარის, საჩხერის, ჟღენტის, ირემაშვილის, ხვანჭკარის, ტყიბულის, ჩარგლის, გამყრელიძის, ველისციხის, სადმელის, კაკაბაძის, გარიყულის, სიხარულიძის, ბარამიძის და თიანეთის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.