დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას 10 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას 10 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 10 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV, X, Xა, Xბ კვარტლების, გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, მექანიზაციის, თორნიკე ერისთავის და ხევძმარის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II, III, IV, V, VI კვარტლების, გელოვანის გამზირის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, ახმეტელის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, IV, V კვარტლების, აკაკი ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ვაზისუბნის დასახლების, მხატვრების დასახლების, შანდორ პეტეფის, ხელოვანთა, შალვა მშველიძის და ნიკო მუსხელიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის III, IVა  მიკრორაიონების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების, ქერჩის, ხევისპირის, წყაროთუბნის, დავით ჯაბიძის,  ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის, გრაფ შულენბურგის და მწვანე  ქუჩების მოსახლეობას. 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, საბაშვილის, მიქატაძის და კანდელაკის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ხუდადოვის, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის, რაულ ეშბას, ცაიშის, რეხის, გაბისკირიას, ალექსანდრე ყანჩელის და მახათას ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაყაიშვილი ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის, ირაკლი აბაშიძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ვეფხისტყაოსნის, თინათინის, პეტრე იბერის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და პეტრე ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას. 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსიძის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის ქუჩის მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის და ემირ ბურჯანაძის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.