კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, დედაქალაქის ოთხ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის ქუჩის აბონენტებს ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდებათ.
ნაძალადევის რაიონში, ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, გურამიშვილის და ავშნის ქუჩებზე.
კრწანისის რაიონის აბონენტებს, ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეეზღუდებათ. კერძოდ, ერეკლე მეორეს მოედნის, ანტონ კათალიკოსის, ივერიის, ყავლაშვილის, კოტე აფხაზის და ვახტანგ ბერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობას დენი 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეუწყდება.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.