დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

სამგორის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის მცხოვრებლებს;

საბურთალოს რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 13:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეტრე იბერის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 12:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მცხეთის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. ასევე, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 14:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქობულეთის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.