დედაქალაქის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოები გრძელდება
დედაქალაქის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოები გრძელდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოებს განაგრძობს.

სამუშაოების ფარგლებში, ამჯერად გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა მოირეცხა და დასუფთავდა.

მერიის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები სპეციალური ტექნიკის დახმარებით განხორციელდა.

საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში დედაქალაქში მასშტაბური ღონისძიებები მიმდინარეობს – მოირეცხა და დასუფთავდა ხიდები და პანდუსები. პარალელურად, რეცხვა და დეზინფექცია უტარდება ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

ამასთან, დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პირველი მაისიდან „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში გეგმიურ გზის მორეცხვით სამუშაოებს დაიწყებს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.