დედაქალაქის ხუთ რაიონს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება
დედაქალაქის ხუთ რაიონს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დედაქალაქის ხუთ რაიონს გაზმომარაგება შეუწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ავრცელებს.

„11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბის რაიონში, აგლაძის ქუჩა № 39ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.

11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოს რაიონს, კერძოდ ბახტრიონის ქუჩა № 26-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის I სადარბაზოში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად.

10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილი № 44 / ზურაბ ჩაჩუას ქუჩა № 4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.

ასევე ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის III მიკრო რაიონი, მე-4 კვარტალი, კორპუსი № 3-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.

10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონსაც, ქეთევან წამებულის გამზირი № 64-66-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აბონენტების ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.

“შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის” – აღნიშნულია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” განცხადებაში.